logo
ENG



თალაკვაძე: არავის გათავისუფლების ან დაკავების საკითხზე შეთანხმება არ ყოფილა

09 მარ 202012:30
3 წუთის საკითხავი
 
qsx4pmtkj1slcxn.jpg

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ განცხადებას ეხმაურება, თითქოს შეთანხმების ფარგლებში მმართველი გუნდი გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილს და სხვა პოლიტიკოსებს გაათავისუფლებს. 

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, გუშინდელი შეთანხმების ფარგლებში მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული არ იყო. მანვე განმარტა, რომ ხელისუფლება პატიმრების გათავისუფლების საკითხში ვერ ჩაერევა და ეს გადაწყვეტილება კონკრეტულმა ინსტანციებმა უნდა მიიღონ. 

"გვინდა ვთქვათ, რომ პოლიტიკური პარტიები შევთანხმდეთ, რომ მართლმსაჯულების სისტემა, რომელიმე მხარის მიერ არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის და არავინ უნდა შეეცადოს, პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენას.

სხვა რაიმე კონკრეტული შეთანხმება დოკუმენტში არ არის ჩაწერილი. ჩვენი სახელმძღვანელო პრინციპი, არის სამართლიანი სახელმძღვანელო, სადაც ვინმეს დაკავებაზე ან გათავისუფლებაზე, გადაწყვეტილებებს არა პოლიტიკოსები, არამედ შესაბამისი ინსტიტუტები იღებენ.

ყველას გვესმის, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილის განცხადებები, და მათ მიერ კონკრეტული გვარების დასახელება, ემსახურება ერთადერთს - ეს არის მათთვის პოლიტიკური გამოსავალი, რადგან მხარდამჭერებს უთხრან.

არავის გათავისუფლების ან დაკავების საკითხზე შეთანხმება არ ყოფილა", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. 


close დახურვა